Сообщения

Сообщения за май, 2017
მეორე დღე.   ტრენინგმა საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.  გავიმეორეთ წინა ტრენინგზე განხილული მასალა. გავეცანით მიმდინარე დღის  მიზნებს. გუგლღრუბლებში შევქმენით ელექტრონული საქაღალდე. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება, რომელიც მოვათავსეთ მისთვის განკუთვნილ საქაღალდეში.  ვიმუშავეთ ჯგუფებში, განვიხილეთ საკუთარი საპროექტო იდეები. ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი. ვისაუბრეთ პუბლიკაციაზე. ვნახეთ შესაბამისი ნიმუშიც. თავად შევქმენით სტატიაც. გავეცანით საიტს   ncp.ge, სადაც განთავსებულია საგნობრივი სტანდარტები.     მივიღეთ საშინაო დავალება.             

პირველი დღე

 ტრენინგზე განხილული სახელმძღვანელო  საშუალებას მომცემს, განვახორციელო პრობლემაზე დაფუძნებული, საინტერესო სასწავლო პროექტი.  აღნიშნული სახელმძღვანელო  მრავალი, საინტერესო ინფორმაციის მომცველია, მასში მრავლადაა, როგორც თეორიული ასევე, პრაქიკულად დაგეგმილი და განხორციელებული მასალები,  რაც  მნიშვნელოვნად დამეხმარება მუშაობის წარმართვაში.    კმაყოფილი ვარ ტრენინგის, რადგან შევიძინე მეტად საჭირო ცოდნა,რასაც აქტიურად გამოვიყენებ  სწავლის პროცესის გაუმჯობესებლად.