Сообщения

მეცხრე დღე დავხვეწეთ გეგმები; შევუცვალეთ ბლოგს დიზაინი; ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე;   პროექტებზე დაფუძნებული  ტრენინგი იყო საინტერესო და შინაარსიანი.   ტრენინგის პერიოდში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სიამოვნებით გამოვიყენებ პროექტების დაგეგმვისას. უღრმესი მადლობა,  პროფესიონალ ტრენერს, ხათუნა ციხელაშვილს,  სატრენინგო მასალის გასაგებად და ეფექტიანად გადმოცემისათვის, ასევე,  კოლეგიალობის,  სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც ჯგუფის ყველა წევრის მიმართ გამოხატავდა. 
მეშვიდე დღე გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. გავაზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები ტრენერთან და მივიღეთ უკუკავშირი. პრეზენტაციიდან გამომდინარე ვისაუბრეთ განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალზე. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა.
მერვე დღე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებებზე. სახელმძღვანელოში განვიხილეთ  მოდული 6. აქტივობა 1. გეგმაში გავწერეთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეთათვის, შევქმენით დამხმარე მასალები მათთვის. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას. ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე.
მეექვსე დღის რეფლექსია გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვათავსეთ გუგლდრაივში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავაკეთეთ საავტორო უფლებების ცხრილი.
მეხუთე დღის რეფლექსია გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა; გავეცანით მიმდინარე დღის მიზნებს; ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე; გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდების დოკუმენტს; გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. გავეცანით თითოეულის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს; ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებიც შევიტანეთ გეგმაში,შეფასების დროის ჩარჩოში; განვიხილეთ რამდენიმე შეფასების ფორმა. კერძოდ,თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმა და პრეზენტაციის ჩეკლისტი. გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში, შევასწორეთ და მოვარგეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს. მივიღეთ დავალება, შევქმნათ  მინიმუმ ერთი შეფასების ფორმა.
მეოთხე დღის რეფლექსია გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა. გავეცანით მიზნებს. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე. ვნახეთ პრეზენტაცია. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დავწეროთ ზოგადი, თემატური და სინაარსობრივი კითხვები. ვნახეთ  დოკუმენტი მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების მაგალითებით. დავწერეთ კითხვები, ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე, შევიტანეთ გუგლ დოკუმენტებში, გავუზიარეთ ტრენერს და მივიღეთ უკუკავშირი. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შევიტანეთ გეგმაში. მივიღეთ დავალება.
მე-3 დღის რეფლექსია გავეცანით ტრენინგის მიზანს. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები. ვისაუბრეთ მიზნებზე. მოვიყვანეთ მაგალითები. გავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისათვის. გავაკეთეთ ბუკლეტი, რომელიც ავტვირთეთ საქაღალდეში - სასწავლოპროექტის დამხმარე. ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი, ამოვიღეთ 3 მიზანი და გადავიტანეთ გეგმაში.        მადლობა ტრენერს, ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.